დღეს ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართება

10 ივლისი 2018, 00:00 1473 ნახვა

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება. განსახილველი თემა კვლავ არჩილ ტატუნაშვილის საკითხი იქნება.

ქართული მხარე შეხვედრაზე მხარეებს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას დოკუმენტის სახით და ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას გააცნობს. ქართული მხარე კვლავ კატეგორიულად მოითხოვს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემას სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩასატარებლად. ჯერ უცნობია დაესწრება თუ არა შეხვედრას უჩა ნანუაშვილი, როგორც ტატუნაშვილის ოჯახის წარმომადგენელი.

დღეს განიხილავენ დავით ბაშარულის გარდაცვალების საკითხსაც, უკანონო ბორდერიზაციას და საქართველოს მოქალაქეთა გატაცების ფაქტებს. ერგნეთში ბოლო შეხვედრა 7 ივნისს შედგა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი