მინისტრობის კანდიდატთა ვინაობა მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი

09 ივლისი 2018, 00:00 1963 ნახვა

მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარე კვირაში დაიწყება. ასევე ცნობილი გახდება მინისტრობის კანდიდატთა ვინაობა. მომდევნო რიგგარეშე სხდომა 14 ივლისს გაიმართება, რომელზეც პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.

როგორც ცნობილია, 10 სამინისტრო რჩება 13-ის ნაცვლად და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი. განათლების სამინისტროს სპორტისა და კულტურის უწყებები შეუერთდება; სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება.

დევნილთა სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ უწყებაზე: მიგრაცია – შსს-ს, ხოლო სოციალური პოლიტიკა – ჯანდაცვის სამინისტროს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი