191 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა ქობულეთის სასწრაფო დახმარების შენობის ეზოს კეთილმოწყობისთვის. ასევე უნდა მოპირკეთდეს შენობასთან მისასვლელი ორი ქუჩა, მიმდებარე ტერიტორია კი დეკორატიული ფილებით მოეწყოს .
ქობულეთის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით სამუშაოები ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა უკვე დასრულებულია , პროექტზე მერიამ 140 ათას 777 ლარი დახარჯა.