რამდენიმე საათში გაირკვევა, 3 მცდელობის შემდეგ, დაუჭერენ თუ არა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს მხარს დეპუტატები. სხდომა ამ წუთებში იწყება. დავით კვაჭაძესთან ერთად დღესვე უმაღლესი საბჭოს დეპუტატები კენჭს უსკოს წევრობის კანდიდატს, მამუკა ჯაშსაც უყრიან. ჩაატარებს თუ არა 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს უსკოს თავმჯდომარის რანგში დავით კვაჭაძე, ამას რუსუდან აბაშიძისგან გავიგებთ, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვრთვათ. რუსუდან, როგორია დეპუტატების მოლოდინები შეიკრიბება თუ არა ამჯერად კვორუმი?