ჭუბერში სტიქიას ებრძვიან

07 ივლისი 2018, 00:00 1557 ნახვა
00:00
00:00

ამ დროისთვის ჭუბერის ხეობაში, მდინარე ნენსკრას დონე დაკლებულია. მძიმე ტექნიკა ნაპირსამაგრ სამუშაოებს ატარებს, მოსახლეობას კი საცხოვრებლებიდან საყოფაცხოვრებო ნივთები გამოაქვთ.

ადგილზე მუშაობენ მაშველები. გეოლოგები სტიქიის განმეორების საშიშროებას ამ ეტაპზე არ ელიან. მამუკა ბახტაძის განცხადებით, კი ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლება აღადგენს, აღდგება საცხოვრებელი სახლები და გაიცემა კომპენსაციები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში