გახდება თუ არა თორნიკე რიჟვაძე პრეზიდენტის რჩეულიც?- ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა. გიორგი მარგველაშვილი პატარაძის შემცვლელზე კონსულტაციების გამართვას და აჭარაში ჩამოსვლას “ნატო”-ს სამიტის შემდეგ გეგმავს. მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები პრეზიდენტმა უმაღლესი საბჭოს ყველა ფრაქციასთან უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ წარადგენს კანდიდატურას და მის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს დასამტკიცებლად.
ამისთვის პრეზიდენტს 2 კვირიანი ვადა აქვს, რომლის ათვლაც 4 ივლისს დაიწყო. სწორედ ამ დღეს გადადგა პატარაძე თანამდებობიდან. თუ უმაღლესი საბჭო ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცებს მთავრობას, პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს უმაღლესი საბჭო და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები.