ქობულეთის სანაპიროზე ჯებირის მშენებლობა შეჩერებულია

06 ივლისი 2018, 00:00 1840 ნახვა

8 მილიონიანი პროექტი, რომლის განხორციელებაც წელს ვერ მოხერხდა - ქობულეთის სანაპიროს ნაწილი ისევ მოუწესრიგებელია. დაგეგმილი ორი კილომეტრის ნაცვლად ნაპირდამცავი კედელი  მხოლოდ 650 მეტრზე მოეწყო.

ტერიტორია საიდანაც ძველი ჯებირები აიღეს, ახლით ამ დრომდე არ ჩანაცვლებულა. კერძო კომპანიის მიერ დაწყებული სამუშაოები მოგვიანებით, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფომ გააგრძელა, თუმცა ვერც ამ შემთხვევაში მივიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლომდე.

მდგომარეობას კიდევ უფრო  ამძიმებს პლაჟზე დარჩენილი  ინერტული მასალა, რომელიც   დამსვენებლებს დისკომფორტს უქმნის. მერიაში შექმნილი მდგომარეობისთვის ბოდიშს იხდიან და ამბობენ, რომ სამუშაოები სეზონის დასრულების შემდეგ გაგრძელდება.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი