ხულოს ოთხ სკოლაში წელს თითო პირველკლასელი იქნება

06 ივლისი 2018, 00:00 1929 ნახვა

პირველკლასელთა რეგისტრაცია დასრულდა ხულოში. მუნიციპალიტეტის  49 საჯარო სკოლიდან ოთხში: ბაკოს, დიდი რიყეთის, მანიაკეთის და ჩაოს საჯარო სკოლებში  თითო-თითო პირველკლასელი იქნება. ხოლო პანტნარის საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ არის რეგისტრირებული.

გასულ წელს ხულოს მუნიციპალიტეტში კურცხალის სკოლა ბავშვების არ არსებობის გამო, გაუქმდა.  რესურსცენტრის უფროსი აღნიშნულ მდგომარეობას მოსახლეობის მიგრაციას უკავშირებს. 

ხულოში გასული წლის მსგავსად წელსაც  255 პირველკლასელია რეგისტრირებული. ახალი სასწავლო წლიდან ტუნაძეების მოსწავლეები სასწავლო პროცესს ახალ სკოლაში გააგრძელებენ. მიმდინარეობს დაბა ხულოსა და დიოკნისის სკოლების რეაბილიტაცია, ასევე დაგეგმილი ორი ახალი სკოლის მშენებლობა განახლებასა და ბეღლეთში

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი