ბათუმში ფერეიდნელ ქართველებს შემოქმედებითი საღამო მიეძღვნა. ღონისძიება ხელოვნების ცენტრში პუბლიცისტის ნიაზ ზოსიძის ორგანიზებით გაიმართა.
საღამოზე საქართველოს უძველეს ტერიტორიებზე გადაღებული ამჟამინდელი კადრები აჩვენეს, რომელშიც ჩანს თუ როგორ სწავლობენ მშობლიურ ქართულს სხვადასხვა ასაკის მოქალაქეები.