სვანეთში კლდე მოწყდა და მდინარეში ჩავარდა, მოვარდნილმა წყალმა წაიღო ხიდები [ვიდეო]

05 ივლისი 2018, 00:00 2196 ნახვა

სვანეთში, ჭუბერის თემში მდინარე ნენსკრა კალაპოტიდან გადმოვიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ კლდე ჩამოიშალა და მდინარეში ჩავარდა, შედეგად კი მოვარდნილმა წყლის ტალღამ ხიდები წაიღო, ასევე დაიტბორა თემის მიმდებარე ტერიტორია. 

უწყებაში ვერ ადასტურებენ შევარდა თუ არა წყალი საცხოვრებელ სახლებში და თუ არიან დაშავებულები.  ამბობენ, რომ სამაშველო ბრიგადები ადგილზე უკვე გასულები არიან.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოქალაქეები წერენ, რომ კლდე ნენსკრაჰესის მშენებლობასთან ახლოს მოწყდა, დატბორილია სახლები, ხიდები და თემის დიდი ტერიტორია. 

"ახლა დამირეკეს ჭუბერიდან, ნენსკრაჰესთან მთა მოწყდაო და წყლის უზარმაზარი ტალღა წამოვიდა სოფელზე, სოფლის მთელი დაბალი ცენტრი წალეკილია და წყალი კიდევ მოდის" - წერს გიგი გულედანი სოციალურ ქსელში. 

 

ფოტო და ვიდეო: livepress.ge 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი