საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით საპატრიარქო აღარ იქნება ერთადერთი, ვისაც სახელმწიფოსგან ქონების უსასყიდლოდ მიიღება შეეძლება. სახელმწიფო ქონება საკუთრებაში უსასყიდლოდ, მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას აღარ გადაეცემა.
ნორმატიული აქტი, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლეოდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო. ასევე, არასამართლიანად ჩაითვალა საგადასახადო კოდექსის ის მუხლი, რომელიც მომჩივანი მხარის შეფასებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს საპატრიარქოს.
ოპოზიციაში ემხრობიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მმართველი პარტია კი სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციას ელოდებიან.