საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ეკლესია-ტაძრების მშენებლობისას დღგ-სგან მხოლოდ საპატრიარქოს გათავისუფლების მუხლი არაკონსტიტუციურად სცნო. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმები იწვევდა დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით და მის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეებმა მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი კვერენჩხილაძემ და მაია კოპალეიშვილმა მიიღეს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას გაეგზავნება.