საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება - ეს განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. თურქეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება საგანგებო ზომების მიღება არ გეგმავს. პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, სიტუაციის დასტაბილურებამდე, თურქეთის მიმართულებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.