დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი გახდა. ღონისძიებაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ჰოსეკმა წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.
ევროპარკების ფედერაცია ევროპის დაცული ტერიტორიების ქოლგა ორგანიზაციას წარმოადგენს და მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ევროპის ეროვნული პარკებისა და ბუნების პროფესიული ქსელი. ფედერაციაში 36 ქვეყანა და ასობით დაცული ტერიტორიაა გაწევრიანებული.