აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს

04 ივლისი 2018, 00:00 2454 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სპეციალური ბრიფინგი 12 საათზე ჩანიშნა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პატარაძე თანამდებობის დატოვების შესახებ გააკეთებს განცხადებას. 

პატარაძის შემცვლელად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე განიხილება. ასევე, განიხილებიან უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ცოტნე ანანიძე, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. პირველ ეტაპზე, შესაძლოა, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ შეასრულოს.

კანონმდებლობით, პატარაძის განცხადების შემდეგ, აჭარის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება.  

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ცოტნე ანანიძე მაუწყებელთან აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის შესახებ. არც კონსულტაციებს ადასტურებს მმართველ გუნდში.  

კონსულტაციებს არ ადასტურებს არც ზაალ მიქელაძე. 

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 15 ივლის დაინიშნა. მან არჩილ ხაბაძე ჩაანაცვლა.

მანამდე ზურაბ პატარაძე, ყაზახეთში საქართველოს ელჩი იყო.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი