დეპუტატები იურიდიულ კომიტეტში სამთავრობო სტრუქტურაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. კანონმდებლების შეკითხვები დევნილთა სამინისტროს გაუქმების შემდეგ უფლებამოსილების გადანაწილებას ეხებოდა. ასევე დაინტერესდნენ რას გეგმავს მთავრობა აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობასთან დაკავშირებით. მსჯელობა უკვე დასრულდა 4 კომიტეტში, განხილვა ხმაურიანი იყო.