ბათუმში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია ფული და სიგარეტი

03 ივლისი 2018, 00:00 2795 ნახვა

ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების მიმდებარედ სურსათის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე დილიდან სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მაღაზია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

სავაჭრო ობიექტის მეპატრონე დაკითხვაზეა გადაყვანილი. მაღაზიიდან უცნობმა პირებმა ფული და სიგარეტები წაიღეს. სალაროდან დაახლოებით 200 ლარია დაკარგული. 

დამნაშავე ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იგივე ლოკაციაზე, გაქურდული მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს, რამდენიმე კვირის წინ კიდევ ორი სავაჭრო ობიექტი გაძარცვეს. მაღაზიიდან ფული და სიგარეტები წაიღეს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი