დიდი ოდენობით იარაღის ამოღების საქმე-ბრალდებული დაკითხვას ითხოვს

02 ივლისი 2018, 00:00 1681 ნახვა

თურქეთის მოქალაქე ქალი, რომელიც დიდი ოდენობით იარაღის შეძენა-შენახვაშია ბრალდებული, დაკითხვას ითხოვს. ფემბე ოზლე თანახმაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაასახელოს კონკრეტული პირები თუ ვის ეკუთვნოდა იარაღი, რომელიც  სამართალდამცველებმა ნოემბერში ჩატარებული  სპეცოპერაციის დროს ქობულეთში ამოიღეს.

დაკავებული აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებასაც მიმართა, თუმცა რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია. დღეს სასამართლო პროცესზე კიდევ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 8 თვის განმავლობაში იგი არცერთხელ დაუკითხავთ, რაზეც პროკურორმა თქვა, რომ ბრალდებულმა დაკავებისას დუმილის უფლება გამოიყენა. დღევანდელ პროცესზე საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გამოკითხვის პროცესში შეუძლოდ გახდა. იგი იმ სახლისა და ნაკვეთის მეპატრონეა, სადაც ცეცხლსასროლი და საბრძოლო იარაღი იპოვეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი