შსს-მ გურიაში მომხდარი მკვლელობა გახსნა

02 ივლისი 2018, 00:00 2849 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი მკვლელობა გახსნა. სამართალდამცველებმა 80 წლის პიროვნება განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

გამოძიების ინფორმაციით, სოფელ დვაბზუში მცხოვრებმა ბრალდებულმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თავის დას ჩაქუჩით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა  გარდაცვლილის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ეზოში დამარხა, ხოლო ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალის დაფარვის მიზნით, პოლიციაში განცხადება შეიტანა, თითქოს და რამდენიმე დღე უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი