გამოცდამდე ერთი დღით ადრე აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა. მან განრიგის ცვლილების დეტალებზე ისაუბრა.
როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, საგამოცდო ცენტრები სასწრაფო რეჟიმში გაგრილების სისტემით აღიჭურვება და სესიაზე მისულ აბიტურიენტებს სიცხე საგამოცდო სექტორში არ შეაწუხებთ. ცენტრის ხელმძღვანელმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.