ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

01 ივლისი 2018, 00:00 1766 ნახვა

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველი სესიისთვის რეგისტრაცია აბიტურიენტებმა დილის 08:00 საათიდან უნდა გაიარონ, თუმცა შეგახსენებთ განრიგში ცვლილება შევიდა. მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისთვის, 14 საათზე დაგეგმილი გამოცდის მეორე სესია ჩატარდება შესაბამისად 4 და 5 ივლისს, დილით.

ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ 2 ივლისს, 14:00 საათზე, ამ გამოცდას ჩააბარებენ იმავე საგამოცდო ცენტრში, 4 ივლისს, 08:00 საათზე. 3 ივლისს, 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტები კი გამოცდას ჩააბარებენ 5 ივლისს, 08:00 საათზე. 5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ამავე თანმიმდევრობით.

იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტების უმეტესობას უკვე ამობეჭდილი აქვს საგამოცდო ბარათი, აბიტურიენტის გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ ბარათში ცვლილებები აღარ შევა. აბიტურიენტი გამოცდაზე პირადობის მოწმობითა და საგამოცდო ბარათით უნდა გამოცხადდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი