“ინოვაციური მიდგომები თანამედროვე მედიცინაში”-თემაზე სამეცნიერო კონფერენცია იმართება ბათუმში. მედიკოსები ნევროლოგიაში, თერაპიასა და ონკოლოგიაში იმუნობიოლოგიური პრეპარატების გამოყენების გამოცდილებაზე მსჯელობენ.
“თანამედროვე მედიცინა- მცირე დოზების მედიცინა და ბიორეგულაციური მედიკამენტების ერთ-ერთი მთავარ ეფექტი ადამიანის იმუნურ სისტემაზე მცირე დოზით ზემოქმედებაა”-ასეთია კონფერენციის მონაწილეთა პოზიცია. დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდებთან ერთად ექიმებმა დასავლეთში აქტიურად გამოყენებულ მედიკამენტებზეც ისაუბრეს. კონფერენცია ერთდღიანია და იგი ბიოლოგიური მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.