მძღოლები მერის პასუხის მოლოდინში

01 ივლისი 2018, 00:00 1784 ნახვა

სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების მიერ ბათუმის მერიისთვის მიცემული 3 დღიანი ვადა იწურება.   ხვალ ისინი ლაშა კომახიძისგან  საბოლოო პასუხს ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილება მათთვის სასიკეთო იქნება. მიკროავტობუსების მძღოლები ქალაქის სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციას აპროტესტებენ. ბათუმის მერია, კონკურსის ჩატარებას და სამარშუტო ტაქსების განახევრებას გეგმავს.

როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციის მიზანი ქაოსური მოძრაობის დარეგულირება და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაა.სამარშუტო ტაქსები სპეციალური კრიტერიუმებით შეირჩევა, საკონკურსო და სანებართვო წესები საკრებულომ უკვე დაამტკიცა. ახალი რეგულაციები ძალაში რამდენიმე თვეში შევა. 

გაიზარდა   სამარშუტო მიკროავტობუსების ყოველთვიური მოსაკრებელი და იგი 5 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება. ცვლილებებს მძღოლებმა სამი დღის წინ გაფიცვით უპასუხეს. ისინი აცხადებდნენ, რომ არ იყვნენ ინფორმირებული. დღეს კი კომენტარს აღარ აკეთებენ, სავარაუდოდ მერის პასუხის მოლოდინში. რას გეგმავს მერია და გაითვალისწინებს თუ არა     ექნება მძღოლების  მოთხოვნებს-  კითხვებზე პასუხს  პირველად  ჩვენს არხზე  მოისმენთ. ლაშა კომახიძე გადაცემა “კვირის მთავარის” სტუმარი  იქნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი