რესპირაციული ასოციაციის მეექვსე საერთაშორისო კონგრესი გუშინ დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაზე, ასოციაციის პრეზიდენტად პროფესორი კახა ვაჭარაძე აირჩიეს, რომელიც მომდევნო 2 წელი უხელმძღვანელებს ასოციაციას. მანამდე კი გასული 2 წელი შეაჯამეს, რა დროსაც ასოციაციას თამაზ მაღლაკელიძე ხელმძღვანელობდა. დახურვის ცერემონიაზე კონგრესზე პირველად დარეგისტრირებული პირები, რეგიონიდან ასოციაციის თავმჯდომარეები და უცხოელი სპიკერები დააჯილდოვეს.
რესპირაციული ასოციაცია 2004 წელს ჩამოყალიბდა. ამ პერიოდის განმავლობაში 6 საერთაშორისო კონგრესი და 32 რეგიონული კონფერენცია ჩატარდა. კონგრესს 32 ქვეყნის 100 დელეგატი დაესწრო. სამი დღის განმავლობაში მედიკოსები სასუნთქი გზების დაავადების დიაგნოსტირებასა და მკურნალობის ახალ მეთოდოლოგიაზე მსჯელობდნენ. დასკვნით სესიაზე არაგადამდებ დაავადებებზე და არსებულ სტატისტიკაზე ისაუბრეს.