დღეიდან თბილისსა და ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით მიზეზი ზაფხულის სეზონი და გაზრდილი მგზავრთა ნაკადია.
თბილისიდან წამოსული მატარებელი ბათუმში დღეს 15:30 საათზე იქნება, ხვალიდან კი მატარებელი დედაქალაქიდან უკვე დილით 7-ის ნახევარზე გამოვა და ბათუმში 12-ის ნახევარზე იქნება. ქუთაისიდან კი მატარებლის რეისი 8 საათსა და 5 წუთზე შესრულდება და ბათუმში 11 საათზე ჩამოვა.