ხელფასი ეზრდებათ შუახევის მერიის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებსაც. მერის მოადგილის ინფორმაციით ანაზღაურება 10 დან- 30 %-მდე გაიზრდება. საკითხზე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „ დეპუტატი კი ამბობს, რომ ხელფასები არათანაბრად იზრდება.
სოსლან ზოიძის განცხადებით ხელფასების მაღალი პროცენტით ზრდა ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებზე და მაღალ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლებზე იგეგმება, ხოლო რიგით თანამშრომლებს ხელფასი 10 დან 30 ლარამდე მოემატება. ბრალდებას შუახევის მერის მოადგილემ უპასუხა , ომარ ტაკიძის განცხადებით ხელფასების ზრდა ა(ა)იპების თანამშრომლებზე ინდივიდუალურია,ვინაიდან თანამშრომელთა ნაწილს ანაზღაურება გასულ წლებში გაეზარდათ. შუახევში სულ 7 ა(ა)იპი ფუნქციონირებს.