,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი’’ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძესა და საგამოძიებო უწყებებს მიმართავს.
მერაბ ღოღობერიძემ ბათუმის ბულვარში , ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე ბალნეოლოგიური ცენტრის მშენებლობა გააპროტესტა, რომელსაც შპს ,, ამბასადორ ბათუმი’’ აშენებს. მერაბ ღოღობერიძის თქმით, საინფორმაციო დაფაზე მითითებული არ არის თუ რა მოეწყობა ამ ადგილას.
როგორც ამბობს აღნიშნულ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავენ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მშენებლობაზე ნებართვა თებერვალში გაიცა და 20 ნოემბერს უნდა დასრულდეს.
მირზა ცეცხლაძის განმარტებით, 3 სართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრი უნდა აშენდეს, რომელსაც დამატებით 3 სართული ექნება მიწის ქვეშ. ღოღობერიძის მტკიცებით, ბულვარის იერსახეს ის შენობაც ამახინჯებს, რომელიც მშენებარე ობიექტის წინ დგას.
ამბობს, რომ აქ მერიამ პირობიანი იჯარით გასართობი ცენტრის მშენებლობაზე გასცა ნებართვა, თუმცა დღეს ,, ამბასადორ ბათუმის’’ოფისი მდებარეობს.