''ნაციონალური მოძრაობის’’ წევრმა მიშა ბოლქვაძემ ბიუჯეტში შესატანი ცვლილება გააპროტესტა, რომელსაც გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე მხარი არ დაუჭირა. საუბარია ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოვლა- შენახვისათვის გამოყოფილ 60 ათას ლარზე.
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს და რიგგარეშე სხდომის დანიშნვას ითხოვს, ასევე მიმართავს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და მთავრობას.
ბრალდებებს ხელვაჩაურის მერი გამოეხმაურა. ჯუმბერ ვარდმანიძემ თანხის დამატება საჭიროებით ახსნა და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის’’ სურვილი მუნიციპალიტეტის პარალიზებაა.