სხდომამდე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები განიხილეს.
კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, შეგროვდა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი მნიშვნელოვანია.