სულ ცოტა ხანში ბათუმში ბლექსი ჯაზ ფესტივალის მეათე საიუბილეო წელი ქუინსი ჯონსის კონცერტით გაიხსნება. ბათუმის კორტებზე მელომანების შეკრება 8 საათიდან დაიწყება, დაახლოებით 3 საათში ბათუმურ სცენას 28 გრემის მფლობელი კომპოზიტორი, მესაყვირე, არანჟირების ავტორი და მუსიკალური პროდუსერი ქუინსი ჯონსი ქართველი მსმენელის წინაშე სპეციალური პროგრამით ახალგაზრდა ვარსკვლავებთან ერთად წარდგება. `ქუინსი ჯონს ენდ ზე გლობალ გამბო ოლ სტარს”- პროექტის ფარგლებში ქუინსო ჯონსმა ბათუმში ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები რიჩარდ ბონა, ალფრედო როდრიგესი და ჯაკობ კოლიერი ჩამოიყვანა. ისინი ჯაზ-ფესტივალის გახსნის დღეს სამსაათიან საკონცერტო პროგრამას წარმოადგენენ.