ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ გამოყენების ფაქტზე 2 პირი პასუხისგებაში მისცა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ იყენებდნენ ავტომანქანის ძრავის ზეთის მწარმოებელი კომპანია ''მობილის'' სასაქონლო ნიშანს და აღნიშნული ბრენდის სახელით, რეალიზაციას უკეთებდნენ ძრავის დაბალი ხარისხის იაფ ფასიან ზეთს.
გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა მოცულობის ჭურჭელში დაფასოებული 800 ლიტრი ავტომანქანის ძრავის ზეთი.