აქცია კირნათში - მოსახლეობა ჰესის მშენებელ კომპანიას პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

28 ივნისი 2018, 00:00 1708 ნახვა

კირნათსა და მარადიდში საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, იგი მოქალაქეებს ინვესტორთან შეხვედრის ორგანიზებას დაჰპირდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კომპენსაციებს ითხოვენ, ასევე აპროტესტებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გაფრთხილების გარეშე დატბორვას. ამ მოთხოვნით მოქალაქეებმა აქცია გასულ კვირასაც გამართეს.

დიდმანიძეების ოჯახი ერთ-ერთია 14-ს შორის, რომელიც ტერიტორიიდან განსახლებას ექვემდებარება, თუმცა ჰესის მშენებელ კომპანიასთან ანაზღაურებაზე ჯერ ვერ შეთანხმდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში