საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს პედაგოგებს, დირექტორებს და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. ალექსანდრე ჯეჯელავამ მათ სამომავლო გეგმები გააცნო და ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე პედაგოგთა მოსაზრებებს გაეცნო. მინისტრის თქმით, მასწავლებლის სქემაში მეტი კომპონენტი უნდა გაჩნდეს და ამ სქემის დახვეწაში პედაგოგებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა. ალექსანდრე ჯეჯელავამ მინისტრის რანგში პირველი სამუშაო შეხვედრა ბათუმის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან ერთი კვირის წინ გამართა.