დღეს პარლამენტში ბიუროს სტრუქტურული ცვლილებები დარეგისტრირდება რის შემდეგაც დეპუტატები საკითხზე იმსჯელებენ. დაახლეობით 80 კანონში უნდა შევიდეს ცვლილება. როგორც ვიცით, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სამინისტროების რიცხვი 10-მდე შემცირდება.
კერძოდ, განათლების სამინისტროს სპორტისა და კულტურის სამინისტრო შეუერთდა; სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება; დევნილთა სამინისტროს ფუნქციები გადანაწილდება სამ უწყებაზე. განსახლების ფუნქცია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს შეუერთდება, მიგრაცია კი - შსს-ს.