კენჭისყრამდე სხდომა თითქმის სამი სათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეპუტატების შეკითხვებს ზურაბ პატარაძე საათზე მეტ ხანს პასუხობდა, მანამდე კი უმაღლესი საბჭოს წევრებს სამოქმედო გეგმა გააცნო. მან მადლობა გადაუხადა ქვეყნის ხელისუფლებას გამოცხადებული ნდობისთვის, უმაღლეს საბჭოს კი მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, იგი მზადაა აიღოს ის პასუხისმგებლობა, რაც მას აკისრია. როგორც ზურაბ პატარაძემ განაცხადა, ინვესტიციების მოზიდვა, სოფლის მეურნეობისა და სოციალური პროექტების განხორციელება მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტები იქნება. მისივე თქმით, იგი მზადაა მაქსიმუმი გააკეთოს აჭარის მაღალმთიან აჭარაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიქტებთან, სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან თანამშრომლობისთვის.