სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად მთავრობა დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. რადგან თვლიან, რომ ცვლილებებს რეალური შედეგი არც მამუკა ბახტაძის მმართველობის პერიოდში ექნება, მსგავსად მისი წინამორბედისა.
მმართველი გუნდი კი ახალი პრემიერის ინიციატივას დადებითად აფასებს. ახლა მათთვის ყველაზე საინტერესო, ისევე როგორც საზოგადოებისთვის ერთი საკითხია, ვინ შეინარჩუნებს ან დატოვებს პოსტს?