ხვალ მამუკა ბახტაძე პრემიერ მინისტრის რანგში პირველად უხელმძღვანელებს საქართველოს მთავრობის სხდომას. ხვალვე გახდება ცნობილი იმ სტრუქტურული ცვლილებების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ქვეყანაში არსებული 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება.
მამუკა ბახტაძემ დღეს კვლავ არ დააკონკრეტა ვინ დატოვებს თანამდებობას, ან დარჩება თუ არა იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანი.
კომენტარი ჟურნალისტებთან აჭარაში ყოფნისას გააკეთა, აჭარასთან დაკავშირებით თქვა რომ რეგიონი ტურისტულ სეზონს კარგად ხვდება, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რაც რეაგირებას საჭიროებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია რა დავალებები გასცა ბათუმში ყოფნისას.