ქალს ქუჩაში ყელსაბამი ჩამოგლიჯეს

25 ივნისი 2018, 00:00 6631 ნახვა

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე უცხო პირმა ქალს ყელსაბამი ჩამოგლიჯა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. თავდამხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ფაქტის შესახებ დაზარალებულმა სამართალდამცველებს შეატყობინა.

დამნაშავე ამ დრომდე ძებნაშია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 168-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. 

საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

ბოლო ორ კვირაში, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამი ასეთი ფაქტის შესახებ შეიტყო. 11 ივნისს, 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში ძარცვის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. 

ახალგაზრდა მამაკაცმა ქალს ოქროს ყელსაბამი ჩამოგლიჯა, ერთ შემთხვევაში მისი წაღება მოახერხა, მეორე ინციდენტის დროს კი ვერა. მძარცველს ოქროს ნივთი დაუვარდა და გაქცევა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი