ბიოტუალეტების სიმცირე

24 ივნისი 2018, 00:00 1567 ნახვა

საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაწილი ქობულეთში ისევ დაკეტილია, ნაწილი კი დაზიანებული. პლაჟთან ახლოს მდებარე ტუალეტებში ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ონკანი და წყლის მილები. მერიაში ირწმუნებოდნენ, რომ ზაფხულის სეზონისთვის პრობლემა მოგვარდებოდა.

მერიამ  ტენდერი  42 065 ლარად 2 დღის წინ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც 7 საპირფარეშო უნდა მოწესრიგდეს და 3 ახალი მოეწყოს. გამარჯვებული კომპანია 2 ივლისს გამოვლინდება. ინფრასტრუქტურის სამსახურში კი ირწმუნებიან, რომ კომპანია ქალაქის საპირფარეშოებს  20 ივლისამდე მოაწესრიგებს .

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი