ტბა დაბინძურებულია, თევზები დახოცილი, წყლის დონე კი დაკლებული, რის გამოც ბათუმის წყლის თანამშრომლები ახლა გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. წყლის ხარისხის კვლევა კი ამ დრომდე არ მომხდარა.
ამ წუთებში არდაგანის ტბაში მაშველები სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. გაზეთ ბათუმელების მიერ გამოქვეყნებული ფოტოს შემდეგ, სადაც ტბაში ადამიანის ხელის მტევანი მოჩანს გამოძიება დაიწყო. შსს-მ შეტყობინების საფუძველზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.