დღეს თურქეთის მოქალაქეები პრეზიდენტს ირჩევენ.საარჩევნო უბნები თურქეთის მთელს ტერიტორიაზე დილის 8 საათზე გაიხსნა. არჩევნები, ამ დროისთვის მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ფოტოები აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო ერთ-ერთი უბანი ტრაპიზონში, სადაც ქალაქის მერიც აძლევს ხმას.
თურქეთის პრეზიდენტობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.თურქეთის კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის 50+1 ხმაა საჭირო. პრეზიდენტთან ერთად, თურქეთი პარლამენტის წევრებსაც აირჩევენ.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერთად ტარდება ეს ორი არჩევნები. არჩევნების შემდეგ ახალი კანონმდებლობით, თურქეთს არ ეყოლება პრემიერი, იზრდება პრეზიდენტის უფლებამოსილება. იცვლება პარლამენტის შემადგენლობაც, საკანონმდებლო ორგანოში 550-ს ნაცვლად 600 წევრი იქნება