დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ოქროს მწვანე ჯილდოს მფლობელია. დოვილის მწვანე ფილმების ფესტივალზე მას ჯილდო მდგრადი სოფლის მეურნეობის კატეგორიაში მიენიჭა. საერთაშორისო ჟიურიმ ფილანისტები 14 კატეგორიისთვის მსოფლიოს 415 კინოპროდუქციიდან შეარჩია.
„ჯარა“ ნაჩვენები იყო ფესტივალის მიმდინარეობის დროსაც, რომელიც 19 და 20 ივნისს საფრანგეთში, დოვილში გაიმართა. ფილმის ჩვენებას კინოს პროფესიონალები და პრესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.