ოკუპანტებმა სოფელ მერეთის მკვიდრი დააკავეს

23 ივნისი 2018, 00:00 1281 ნახვა

ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე „სახელმწიფო საზღვრის განმეორებით დარღვევისთვის“ დააკავეს. ამის შესახებ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება. მათი ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ მერეთის მკვიდრი, 22 წლის გიორგი გორგიშელი 20 ივნისს სოფელ ქსუისის მახლობლად დააკავეს.

„ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გორგიშელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი