ქობულეთში მდინარეზე წყლის დონის კლებას უჩივიან, რის გამოც შიშობენ რომ სასმელი წყლის პრობლემაც შეექმნებათ. ეს მდინარე დეხვაა, რომლითაც 4 სოფლის - დაგვის, ბობოყვათის, ციხისძირისა და ბუკნარის მოსახლეობა მარაგდება წყლით.
ამ სოფლებს, ისევე როგორც უმრავლესობას წყალი ახლაც გრაფიკით მიეწოდება, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში დებეტის კლება განსაკუთრებით შეინიშნება, ასევე საუბრობენ მდინარეში თევზის რამდენიმე სახეობის გაქრობაზე.
პრობლემას ქობულეთის მერიაში გვალვას უკავშირებენ, გეოლოგები კი ალტერნატიული გზის გამონახვის აუცილებლობაზე საუბრობს.