ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კირთაძე ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს მიერ 2017 წლის სექტემბერში მიღებული დადგენილების გაუქმებას ითხოვს. მან სარჩელით ბათუმის სამოქალაქო სასამართლოს მიმართა. საუბარია მწვანე კონცხის პლიაჟზე 6 ათასზე მეტ კვადრატული მეტრი მიწის ფართობზე, რომელიც საკრებულომ აჭარის მთავრობას გადასცა.
გიორგი კირთაძის თქმით, ამ ტერიტორიის ბიძინა ივანიშვილზე გასხვისება სურთ. გიორგი კირთაძის თქმით, საკრებულომ თავის დროზე გადაწყვეტილება არა ხმათა უმრავლესობით მიიღო. მხარეებს დღეს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მოუსმინა. საქმესთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას 29 ივნისს 10 საათზე გამოაცხადებს.