ლევან კობიაშვილმა რეგიონის პირველ პირებთან ერთად ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. ლევან კობიაშვილის ინფორმაციით, თვის ბოლოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები შვეიცარიაში ჩავლენ, სადაც კიდევ ერთხელ განიხილავენ პროექტის დეტალებს.
ახალმა არენამ უეფას და ფიფას სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. ფეხბურთის ახალი სტადიონი 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი. მშენებლობაზე 200 კაცია დასაქმებული. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. პროექტის ღირებულება 100 მილიონი ლარია. სტადიონის მშენებლობას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა და 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.