Amnesty International: აუცილებელია  საქართველოში  მართლმსაჯულების  რეფორმა  გატარდეს

19 ივნისი 2018, 00:00 1429 ნახვა

საქართველის ახალ მთავრობას Amnesty International-ი მოუწოდებს მთავარ პრიორიტეტად გაიხადოს საგამოძიებო და საპროკურორო სისტემების რეფორმა, მათ შორის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. ადამიანის უფლებებზე მომუშვე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობამ დაპირება უნდა შეასრულოს.

განცხადებაში საუბარია თბილისში ჩატარებულ საპროტესტო აქციებზეც. ადამიანის უფლებებზე მომუშვე საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნის ახალ მთავრობას უზრუნველყოს ხორავას ქუჩისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების მოუკერძოებელი, დამოუკიდებელი და სწრაფი გამოძიება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი