სტრუქტურული ცვლილებების შედეგად სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს.
ბახტაძე განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეების შემოსვლას ადასტურებს, რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანების საკითხს, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ცვლილებები 6 სამინისტროს შეეხება.