უფასო გამოკვლევები

14 ივლისი 2016, 00:00 2630 ნახვა

ხვალ და ზეგ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული ნეიროქირურგები და კარდიოქირურგები უფასო სამედიცინო გასინჯვებს ჩაატარებენ. პაციენტებს მოწვეული ნეიროქირურგი შოთა ინგოროყვა  და კარდიოქირურგი მიშა მეტრეველი მიიღებენ, ასევე კონსულტაციების პარალელურად ნეიროქირურგიული მიმართულებით მოხდება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევების ჩატარება, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გამოსავლენად  ჩატარდება კარდიოსკოპია და გულის  ექო-კარდიოგრაფია. სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად აუცილებელია  წინასწარი ჩაწერა 255-05-05

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი