რძისა გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა სოფელ დიოკნისში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.
საწარმო „ცეზარი“ 2015 წელს შვეიცარიის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით აშენდა. იგი ამ დროისათვის აჭარის მაღალმთიანეთში ერთადერთი საწარმოა, სადაც ძირითადად ყველს, ნადუღსა და კარაქს ამზადებენ.
წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, გარდა ადგილობრივი ბაზრისა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხდება. საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული.